Fordex წარმოადგენს სანდო და მზარდ კომპანიას ავტონაწილების იმპორტის სფეროში, რომელიც სპეციალიზირდება Ford Transit-ისა და Mercedes Sprinter-ის ხარისხიანი ნაწილების ჩამოტანასა და მიწოდებაზე პირდაპირ გერმანიიდან.
ჩვენი მთავარი პრიორიტეტია – მომხმარებელს მივაწოდოთ სანდო, გრძელვადიანი და ორიგინალის ეკვივალენტური ნაწილები, რომლებიც აკმაყოფილებს ევროპულ ხარისხის სტანდარტებს.
რატომ Fordex?
პროდუქციის 100% ევროპული წარმომავლობა
სპეციალიზაცია კონკრეტულად Ford Transit და Mercedes Sprinter-ზე
თითოეული ნაწილი მოწმდება გადაზიდვამდე
სწრაფი მიწოდება, დეტალური კონსულტაცია და მომხმარებელზე მორგებული სერვისი.
ჩვენი მისიაა ქართულ ბაზარზე დავნერგოთ დასავლური ტიპის მომსახურება და ხარისხი, გავხადოთ ხელმისაწვდომი ევროპული სტანდარტების შესაბამისი ნაწილები და გავზარდოთ მომხმარებელთა კმაყოფილება.
Fordex ასევე ორიენტირებულია მუდმივ განვითარებაზე – ვზრდით ასორტიმენტს, ვაუმჯობესებთ სერვისს და ვქმნით პარტნიორულ ურთიერთობებს როგორც ინდივიდუალურ, ასევე კორპორაციულ კლიენტებთან.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ძლიერი გუნდი და პროფესიონალური მხარდაჭერა, რათა თითოეულ კლიენტს მივაწოდოთ ის, რაც ნამდვილად სჭირდება – ხარისხი, სანდოობა და კომფორტი.
ტოპ კატეგორიები :
Select the fields to be shown. Others will be hidden. Drag and drop to rearrange the order.